ხალხმრავლობა "საფინანსო კომპანია საქართველოს" ოფისთან - რა რისკები არსებობს ანაბრებზე საქართველოში?
14:14 / 03-11-2016
ილია გურულის ოჯახმა საფინანსო კომპანია საქართველოში 15 ათასი დოლარი რამდენიმე თვის წინ შეიტანა. მეანაბრეს წლიური 30%-იაი მოგების მიღების იმედი უკვე გადაეწურა, თუმცა კუთვნილი თანხის დაბრუნებას სასამართლოს ძალით აპირებს.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, სებ-მა კომპანიას სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა რამდენჯერმე მოსთხოვა. გასულ კვირას კი ეროვნულმა ბანკმა საფინანსო კომპანია საქართველოს ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა აუკრძალა.