loader

"კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუარესდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუარესდა

საქართველომ "კეთილდღეობის ინდექსში" 149 ქვეყნიდან 84-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით პოზიციები გაიუარესა. ასეთია ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის რეიტინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის "კეთილდღეობის ინდექსში" საქართველო 80-ე ადგილს იკავებდა.

კვლევა ჩატარდა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, აქედან საუკეთესო მაჩვენებლები საქართველოს განათლებისა (54-ე ადგილი) და სახელმწიფო მართვის (54-ე ადგილი) ინდექსში აქვს. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი - სოციალური კაპიტალის (139-ე ადგილი) ინდექსში. სხვა მაჩვენებლების თანახმად, ეკონომიკური ხარისხის ინდექსში საქართველომ 94-ე, ბიზნეს გარემოს - 66-ე, ჯანდაცვის - 96-ე, უსაფრთხოებისა და დაცულობის - 78-ე, გარემოს ინდექსში კი 124-ე ადგილი დაიკავა.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე