loader

საქართველოში 25 ათას ადამიანს 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს - რატომ უნდა დაწესდეს ღირსეული მინიმალური ანაზღაურება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში 25 ათას ადამიანს 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს - რატომ უნდა დაწესდეს ღირსეული მინიმალური ანაზღაურება?

საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა საარსებო მინიმუმზე დაბალია. დასაქმებულის ანაზღაურების ქვედა ზღვარი კერძო სექტორში 20 ლარით, საჯარო სექტორში კი 135 ლარით განისაზღვრება.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 25 ათას ადამიანს 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს. არასამთავრობო სექტორი და პროფკავშირები საქართველოში ღირსეული მინიმალური ანაზღაურების დაწესებას ითხოვენ.

მთავრობას მინიმალური ხელფასის გადახედვას ურჩევს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლასა და მინიმალური საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველისა და პროფკავშირების მოსაზრებას არ იზიარებენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში. მიხეილ კორძახია მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებას ყოველთვის ნეგატიური შედეგები ახლავს. მისი თქმით, მსგავსი რეგულაციები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აფერხებს.