loader

პირველი ქოლგა საყვარელი ქალისთვის შეიქმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ქოლგა საყვარელი ქალისთვის შეიქმნა

როდესაც მკვლევარები შეეცადნენ, გაერკვიათ, რამდენი წლის იყო ქოლგა, ცოტათი დაიბნენ კიდეც, რადგან ამ მეტად საჭირო ნივთის წარმოშობის თარიღის დადგენა ძალიან რთული აღმოჩნდა. მეცნიერები ირწმუნებიან, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისტორიაში ისეთი დრო, როდესაც ქოლგის მაგივრობას ხის ტოტებზე მიმაგრებული დიდი ფოთლები ასრულებდნენო.

ქოლგის პირველი გამოსახულებები, არქიტექტორების აზრით, 3000 წელზე უფრო დიდი ხნისაა. ქოლგის პირველსახე უძველეს ხანაში ჩინელ დიდებულებს ეჭირათ ხოლმე ნახატებზე. აქედან გამომდინარე, ჩინელები ქოლგის გამოგონებას საკუთარ თავს მიაწერენ. ლეგენდაც კი არსებობს იმის შესახებ, რომ საუკუნეების წინ ცოლზე უზომოდ შეყვარებულმა ხურომ საყვარელი მეუღლისთვის დაამზადა "სახურავი, რომელიც სულ თან აქვს". ასე რომ, ეჭვგარეშეა, წვიმისაგან დასაცავად ქოლგა პირველებმა ჩინელებმა გამოიყენეს.