loader

"ქვის ხანის საქართველო" - გამოფენა ეროვნულ მუზეუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქვის ხანის საქართველო" - გამოფენა ეროვნულ მუზეუმში

სამხრეთ კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის გამო კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე კულტურათა გზაჯვარედინი იყო. საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის 500-ზე მეტი ძეგლი და ადგილსაპოვებელია აღმოჩენილი.

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში გახსნილია გამოფენა "ქვის ხანის საქართველო", სადაც დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია ქვის ხანის საქართველო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის ევოლუციის დროში დინებას ასახავს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასევე გვიან მიოცენური ასაკის ხმელეთის ფაუნის ევოლუცია და ნაჩვენებია პალეოგარემო სამხრეთ კავკასიაში ადრეული ჰომინინების განსახლებამდე.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ცნობილი პალეოარტისტების - ელიზაბეთ დენის, მაურისიო ანტონის, ჯონ გურჩის და როდოლფო ნოგუერას მიერ შესრულებული ჰომინინებისა და დმანისის გარემოს რეკონსტრუქციები.