loader

NASA-ს ყველაზე დიდი სარკიანი ტელესკოპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASA-ს ყველაზე დიდი სარკიანი ტელესკოპი

20-წლიანი მუშაობის შემდეგ NASA მზადაა, კოსმოსში გაუშვას პირველი ყველაზე დიდი ტელესკოპი James Webb Space Telescope (ჯეიმს ვებ-კოსმოსური ტელესკოპი). როგორც NASA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ტელესკოპის გაგზავნას 2018 წლისთვის გეგმავენ. ტელესკოპი 18 დიდი სარკისგან შედგება, რომელიც შეაგროვებს ინფრაწითელ შუქს და აღმოაჩენს სამყაროს პირველ გალაქტიკებს. გარდა ამისა, გიგანტური ტელესკოპის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია იქნება ახალი ვარსკვლავური სისტემების წარმოშობისთვის დაკვირვება, ეგზოპლანეტების ატმოსფეროს ანალიზი და სიცოცხლის ნიშნების ძებნა. როგორც ამბობენ, ახალი ტელესკოპი იქნება მის წინამორბედ Hubble-ზე გაცილებით მძლავრი და მასზე 7-ჯერ უფრო დიდი.