loader

ინდოელი ბიზნესმენი თანამშრომლებს ყოველ წელს ავტომობილებს და ბინებს ჩუქნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი ბიზნესმენი თანამშრომლებს ყოველ წელს ავტომობილებს და ბინებს ჩუქნის

ალმასების ინდოელმა მაგნატმა საკუთარ თანამშრომლებს, ბონუსების სახით, ასეულობით ავტომობილი და ბინები აჩუქა. სავჯი დოლაკიამ, რომლის კომპანია Hari Krishna Exports-ი ქალაქ სურატში ალმასების ექსპორტით არის დაკავებული, განაცხადა, რომ ინდუისტური ფესტივალის, დივალის აღსანიშნავად საკუთარ თანამშრომლებს 1260 ავტომობილს, 400 ბინას და ძვირფასეულობას აჩუქებს.

"ჩვენი მიზანია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს საკუთარი სახლი და ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ვაჩუქოთ მათ ავტომობილები, სახლები და ძვირფასეულობა", - განუცხადა სააგენტო "ფრანს-პრესს" Hare Krishna Exports-ის მფლობელმა.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე