X
როგორ მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე დეფლაცია
15:51 / 08-11-2016
ოქტომბერში საქართველოში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0, 2%-ით არის შემცირებული. ქვეყანაში წლიურ მიზნობრივ ინფლაციად 5%-ია განსაზღვრული, თუმცა გასულ თვეში ფასების საერთო დონის ზრდამ მხოლოდ 0,5% შეადგინა. ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, საქართველოში სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის გარკვეული ნაწილის ღირებულება მცირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ფასების კლება მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირებამ გამოიწვია.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ოქტომბერში დაფიქსირებულ დეფლაციის მაჩვენებელს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუარესებულია. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ მომავალი 2017 წელი ქვეყანაში ეკონომიკურად უფრო აქტიური იქნება. გივი ალადაშვილს მთავრობის მიერ დაანონსებული რამდენიმე რეფორმის ეიმედება.

სპეციალისტების განმარტებით, დეფლაცია ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მათი განმარტებით, თუ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ მიუახლოვდა, ამან პროდუქტსა და მომსახურებაზე მოთხოვნის კლების გარდა, შესაძლოა, სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებაც გამოიწვიოს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა