loader

ძაღლის GPS საბელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლის GPS საბელი

შინაური ცხოველის გასეირნება ახლა უფრო სახალისო, უსაფრთხო და გაცილებით მარტივია თანამედროვე ტიპის ძაღლის საბელით Findster Duo. როგორც ამბობენ, ეს არის მომავალი თაობის GPS მაძიებელი, რომელიც უმაგრდება საბელს და რომლის დახმარებით თქვენ მუდმივად ინფორმირებული ხართ თქვენი შინაური ცხოველის ადგილმდებარეობის შესახებ. იდეის ავტორების თქმით, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ოთხფეხა მეგობარი აუშვათ და დამოუკიდებლად სეირნობის საშუალება მისცეთ მანამ, სანამ თქვენ ისვენებთ ან სხვა საქმით ხართ გართული.

როგორც ამბობენ, თქვენ მარტივად შეძლებთ ძაღლის პოვნას სპეციალური აპლიკაციით, რომელიც რუკაზე გიჩვენებთ ცხოველის ლოკაციას, ხოლო მისი რადარი გაჩვენებთ, თუ რა მანძილით ხართ დაშორებული მისგან. გარდა ამისა, მობილური აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, თქვენ თვითონ განსაზღვროთ ის ტერიტორია, სადაც თქვენს ცხოველს შეუძლია ისეირნოს, ხოლო თუ ის მისთვის სახიფათო ზონას გადაკვეთს, თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ.