loader

შიდა კამათის და დაპირისპირების დროს არც ერთხელ სააკაშვილს ჩემს მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს - გიორგი ვაშაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიდა კამათის და დაპირისპირების დროს არც ერთხელ სააკაშვილს ჩემს მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს - გიორგი ვაშაძე

არ ყოფილა შემთხვევა, რომ შიდა კამათის და დაპირისპირების დროს სააკაშვილს ჩემს მიმართ მხარდაჭერა გამოეხატოს და ჩემი პოზიცია გაეზიარებინოს, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. ვაშაძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან არაერთხელ შესთავაზა პარტიას რებრენდინგის გეგმა. მისი თქმით, თავად სააკაშვილი პარტიაში ცვლილებების წინააღმდეგი არ იყო, მოწინააღმდეგეები იყვნენ გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და სხვები, რომლებსაც ცვლილება მხოლოდ მათი გავლენის გასაზრდელად უნდოდათ. ვაშაძის აზრით, ბაქრაძე "კიდევ ერთი კატასტროფა იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის".