loader

ტაქსების სფეროს მონოპოლიზება ემუქრება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსების სფეროს მონოპოლიზება ემუქრება?

რუსული კომპანია ტრანსსოფტი საქართველოში საავტომობილო გადაყვანის მომსახურების დანერგვას გეგმავს. კომპანია მომხმარებელს საერთაშორისო აპლიკაციის ე. წ. უბერი პლიუსის გამოყენებით მოემსახურება. აღნიშნული სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კლიენტთან ყველაზე ახლოს მდებარე ტაქსისტს აგზავნის. აპლიკაციის გამოყენებით საქართველოში უკვე ოპერირებს რუსული კომპანია იანდექს ტაქსი, რომელიც ბაზარზე დაბალი ფასებით შემოვიდა. ტრანსპორტის პროფკავშირების თავვმჯდომარეს ეჭვი აქვს, რომ რუსული კომპანიები საქართველოს ტაქსების მომსახურების სფეროს მონოპოლიზებას გეგმავენ.

ახალი რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლას არ მიესალმება "ეკოტრანსპორტცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ ტაქსების ლიცენზირება მოხდება, აპლიკაციით მომუშავე კომპანიებთან ჩვეულებრივი ტაქსოკომპანიები ან კერძო ტაქსები არაკონკურენრტულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქალაქში, სადაც ტაქსების სფერო რეგულირებული იყო , აპლიკაციის დანერგვამ ადგილობრივი ტაქსოკომპანიების სერიოზული პროტესტი გამოიწვია. ბევრი ქვეყანა იძულებული გახდა ტაქსების დერეგულირება მოეხდინა, ვინაიდან აპლიკაციის გამოყენებით მომუშავე ტაქსებს ვერც ერთი სატაქსო კომპანია ვერ უწევდა კონკურენციას.