loader

შშმ პირების დასაქმება და შრომითი უფლებები საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შშმ პირების დასაქმება და შრომითი უფლებები საქართველოში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პრობლემა საქართველოში კვლავ აქტუალურია. სპეციალური საჭიროების ადამიანებს სამსახურის პოვნა და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობას სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები იშვიათად აძლევენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბოლო პერიოდში, დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლებამ და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულმა წახალისებამ ქვეყანაში ამ კუთხით არსებული სურათი მხოლოდ მცირედით შეცვალა.

წელიწადნახევარია, რაც სოციალური საწარმო ბაბალე დაასრდა. ხელნაკეთი ნივთების შექმნით აქ შვიდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დაკავებული. ბაბალეს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების დასაქმებას მინიმალური ყურადღება ეთმობა. მისი თქმით, ქმედებები, რასაც მთავრობა ახორციელებს საკმარისი არაა.

ცოტა ხნის წინ გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზე 100-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი დარეგისტრირდა. ბენეფიციარების უმრავლესობას სამსახურის პოვნის იმედი კერძო სექტორში აქვს. მათთვის შესაბამისი ვაკანსიები 27-მა კომპანიამ გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო შშმ პირთა დასაქმებაში ბიზნესს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ოცდამეერთე მუხლი შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ უფლებებს განმარტავს. სპეციალური საჭიროების მქონე პირებს თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვთ იმუშაონ. მათთვის დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სამსახურში აყვანისას.