loader

ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას - სოზარ სუბარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას - სოზარ სუბარი

როდესაც ლარის კურსზე ვლაპარაკობთ, ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, როდესაც ლარის დევალვაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რეგიონში არსებული სიტუაციაც განვიხილოთ. მისივე თქმით, რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით.