loader

"ბოლოს როდის იყავით ბაზარში?" - ზაზა ხუციშვილის პასუხი კიდევ ერთხელ პროდუქტების გაძვირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლოს როდის იყავით ბაზარში?" - ზაზა ხუციშვილის პასუხი კიდევ ერთხელ პროდუქტების გაძვირებაზე

ბოლოს როდის იყავით ბაზარში? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანის ამ შეკითხვაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზაზა ხუციშვილმა უპასუხა, რომ ბაზარში არ დადის, რადგან პროდუქტებს მაღაზიაში ყიდულობს.

ხუციშვილის აზრით, გაძვირდა იმპორტირებული პროდუქტები, ხოლო საქართველოში წარმოებული - არა. ხუციშვილის თქმით, ესმის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის, მაგრამ ცდილობს აუხსნას მიზეზები, რაც მთლიანად რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებითაა განპირობებული.