loader

მე კვირიკაშვილის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ლიდერად ვერ ყალიბდება - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე კვირიკაშვილის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ლიდერად ვერ ყალიბდება - გია ხუხაშვილი

მე კვირიკაშვილის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ლიდერად ვერ ყალიბდება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი აზრით, პრემიერს სჭირდება მასშტაბური რეფორმა და არა "დეკლარაციების კრებული". რაც შეეხება მის შესაძლო ალტერნატივას, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებაში" ლიდერები არ არსებობენ, ისინი საკუთარ თავზე რეალურ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.

დავით უსუფაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, უსუფაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნოს, ხუხაშვილის აზრით, "დასანანია უსუფაშვილის დაკარგვა ქართული პოლიტიკისთვის და მისი პოლიტიკური წონისთვის ეს საზიანო იქნება".

ასევე იხილეთ: "ბანკებს ჰყავთ უიმედო მევალეები, რომლებსაც ხვალ თუ არა ზეგ უნდა წაართვან ბინები" - ხუხაშვილის სკანდალური პროგნოზი