loader

როგორ ავარჩიოთ მწიფე საზამთრო და ნესვი? - მარტივი სასარგებლო რჩევები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ავარჩიოთ მწიფე საზამთრო და ნესვი? - მარტივი სასარგებლო რჩევები

ბაზარში ყიდვისას შეამოწმეთ საზამთროს ქერქი. მწიფე საზამთროს ქერქი ფრჩხილის დაჭერისას არ დაზიანდება. ამასთანავე ნებისმიერ საზამთროს აქვს ღია ფერის ლაქა იმ მხარეს, რა მხარითაც ის მოკრეფამდე იდო მიწაზე. თუ ლაქა მწვანე ან თეთრია, საზამთრო არ არის კარგი დამწიფებული - მწიფე ბაღჩეულის ლაქა უნდა იყოს ყვითელი. რაც უფრო მუქი ყვითელია ლაქა, მით უფრო მწიფეა პროდუქტი, მნიშვნელოვანია ლაქის ზომაც: ის არ უნდა იყოს 10 სანტიმეტრზე მეტი. თუ ლაქა უფრო დიდია, ნიშნავს, რომ დამწიფებისას საზამთროს დიდი ფართობი იდო მიწაზე და მასზე ნაკლებად ხვდებოდა მზის სხივები, შესაბამისად ის ნაკლებად ტკბილი იქნება.

ნესვის სიმწიფის განსაზღვრა შესაძლებელია მისი გარეგნული დათვალიერებით. მწვანე ლაქებიანი ნესვი არ არის კარგად დამწიფებული, ყავისფერ ლაქებიანი კი პირიქით, გადამწიფებულია. თუ ნესვს აქვს ყუნწი, გადაღუნვისას არ უნდა ტყდებოდეს. თუ ისეთი ნესვი შეარჩიეთ, რომელსაც ყუნწი არ აქვს, დააკვირდით ჭიპს. ხელის დაჭერისას ის არ უნდა იყოს ძალიან მაგარი, რადგან ასეთი ნესვი უმწიფარია, ძალიან რბილი კი გადამწიფებულობაზე მეტყველებს. შეარჩიეთ ნესვი, რომელსაც ზამბარასავით ჭიპი ექნება და ხელის დაჭერის შემდეგ მარტივად დაიბრუნებს ფორმას. მას შემდეგ, რაც საზამთროსა და ნესვის სიმწიფეში დარწმუნდებით, კარგად დააკვირდით უკვე სახლში მოტანილ და გაჭრილ ბაღჩეულს. თუ მათში თეთრი ძაფის მაგვარი შრეებია, დიდი ალბათობით ისინი ნიტრატებითაა გაჯერებული.