loader

რა ხარვეზი აქვს General Motors-ის 800 000 ავტომობილს, რის გამოც კომპანიამ მანქანები უკან გაიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხარვეზი აქვს General Motors-ის 800 000 ავტომობილს, რის გამოც კომპანიამ მანქანები უკან გაიწვია

ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია "ჯენერალ მოტორსი" მსოფლიოს მასშტაბით 800 ათას ავტომობილს გაიწვევს. გაწვევა ეხება ორ კონკრეტულ მოდელს - "შევროლე სილვერადო 1500"-სა და "ჯიემსი სიერა 1500"-ს. ორივე ამ მოდელს საჭესთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდა. გაწვევა ეხება 690 ათას ავტომობილს აშშ-ის მასშტაბით, 80 ათასს კანადაში, ხოლო 25 ათასს სხვა ქვეყნებში. "როიტერის" ცნობით, საჭის ელექტროგამაძლიერებელი, რომელიც 2014 წლის მოდელებში გამოიყენეს, შესაძლოა, პერიოდულად მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით კი, დაბალი სიჩქარით მანევრირების დროს.