loader

მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მართვის მოწმობები დროულად შეცვალონ.

როგორც მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამსახურის უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევა განაპირობა იმან, რომ მოქალაქეებმა ბოლო დღეების განმავლობაში მოინდომეს მართვის მოწმობების შეცვლა, რამაც რიგები გამოიწვია და დროში ვერ ესწრებოდა.