loader

რჩევა წონაში დაკლების მსურველთათვის: რამდენი გრამი ნიგოზია საჭირო გასახდომად და კიბოსგან დასაცავად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რჩევა წონაში დაკლების მსურველთათვის: რამდენი გრამი ნიგოზია საჭირო გასახდომად და კიბოსგან დასაცავად?

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით. მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ ნიგოზი გვეხმარება გახდომაში და გვიცავს სიმსუქნისგან.

კვლევაში მონაწილე პირები, რომლებიც ნიგოზს მიირთმევდნენ, ნაკლებს იწონიდნენ. გარდა ამისა, ნიგვზის მოყვარულებში 5%-ით იყო დაქვეითებული სიმსუქნის რისკი. ნიგოზს სხვა პლუსებიც აქვს - ის სასარგებლოა მეხსიერებისთვის. ასევე, ნიგოზი და არაქისი გვიცავს ნაადრევი სიკვილისაგან.

მაასტრიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ დღეში საკმარისია 10 გრამი ნიგვზის ან არაქისის მიღება, რათა შევამციროთ ისეთი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის რისკი, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.