loader

"ცეკვას ვერ ვაგრძელებდი" - მორიგი ინციდენტი, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გუშინ ნინო ჩხეიძეს შეემთხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცეკვას ვერ ვაგრძელებდი" - მორიგი ინციდენტი, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გუშინ ნინო ჩხეიძეს შეემთხვა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" გუშინდელი ტური სკანდალურად დასრულდა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, შოუს თორნიკე კვერენჩხილაძე და ანი ჯავახი გამოემშვიდობნენ, ხოლო შემდეგ პროექტი ლალი მოროშკინამ დატოვა. გუშინდელი შოუს მსვლელობისას კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, მომღერალ ნინო ჩხეიძეს ცეკვის დროს თვალში წებო ჩაუვიდა და თვალდახუჭული ცეკვავდა.

ნინო ცეკვის დასრულების შემდეგ გოჩა ჩერტკოევმა გააკრიტიკა. მან არაპროფესიონალ მოცეკვავეს პროფესიონალურად ცეკვა მოსთხოვა.

"ფაქტიურად, თვალდახუჭული ვცეკვავდი, წებო ჩამივიდა თვალში, მეცინებოდა, ცეკვას ვერ ვაგრძელებდი და მეგონა, ამას მთელი საქართველო უყურებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლაშა ცერიაშვილის დამსახურებით, ეს ვერავინ ვერ დაინახა და ჩემგან გაიგო მაყურებელმა.

პრეტენზია არც მე მაქვს პროფესიონალ მოცეკვავეობაზე და არც მაყურებელი ელოდება ჩემგან ჰაერში ტრიალს. ამ შოუში ვარ იმისთვის, ლამაზი სანახაობა ვაჩვენო მაყურებელს და გავამხიარულო, როგორც ჩემი თავი, ასევე ისინი".
განაგრძეთ კითხვა



ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემო მზეო, ღმერთო ჩემო... სალომე, შენ დაგსჯი მაგის გამო!" - გიორგი გილიგაშვილის ცეკვით აღფრთოვანებული და სალომე ჭაჭუას დამუქრებული გოჩა ჩერტკოევი