loader

"ყველაზე მეტად მაინტერესებს იმ კოლეგების სახეები..." - ვისზეა ნაწყენი მაია დარსმელიძე და რატომ არ მიიღებს საახალწლო კონცერტში მონაწილეობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე მეტად მაინტერესებს იმ კოლეგების სახეები..." - ვისზეა ნაწყენი მაია დარსმელიძე და რატომ არ მიიღებს საახალწლო კონცერტში მონაწილეობას

მომღერალი მაია დარსმელიძე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესხებ სოციალურ ქსელში დარსმელიძემ დაწერა.

"ყველაზე მეტად რაც ეხლა მაინტერესებს, არის იმ "კოლეგების" სახეები, რომლებიც საახალწლო კონცერტებიდან ჩემს დაბლოკვას ითხოვდნენ და დიიიიიიიდი იმედი ქონდათ, რომ ამ ოცნებასაც აისრულებდნენ.

მოკლედ, მივიღე შემოთავაზება და საახალწლო გალას სიაშიც ვწერივარ…. ერთადერთი, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა – მინდოდა, რომ ვიღაც უნიჭო, გაურკვეველი მომღერლუშკები დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩემს სადმე მონაწილეობა-არმონაწილეობას ვერ გადამიწყვეტენ. იმედია დარწმუნდნენ.

ეხლა კი დროა გავაჟღერო ჩემი დამოკიდებულებაც:

დასაფასებელია მერიის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი და დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ამ კონცერტში მონაწილეობას არ მივიღებ" – წერს მაია დარსმელიძე.