loader

"ოქროს გლობუსი 2019"-ის გამარჯვებულები ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოქროს გლობუსი 2019"-ის გამარჯვებულები ცნობილია

"ოქროს გლობუსი 2019"-ის გამარჯვებულები ცნობილია. საუკეთესო მხატვრული ფილმის ტიტული Bohemian Rhapsody-მ მიიღო, რომელიც ბრიტანული როკჯგუფ "ქუინის" შესახებ ბიოგრაფიული დრამაა. კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულით კი აღნიშნული ფილმის მთავარი გმირი რემი მალეკი დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ქალ მსახიობს, მხატვრულ ფილმში საუკეთესო შემსრულებლად მსახიობი გლენ ქლოუზი დასახელდა, რომელიც ფილმში the wife მონაწილეობს. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი "რომა" გახდა, რომლის რეჟისორმა ალფონსო კუარონმა მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება საუკეთესო ანიმაციას, "ოქროს გლობუსი 2019"-ის გამარჯვებული Spider-Man: Into the Spider-Verse-ი გახდა. "ოქროს გლობუსის" რიგით 76-ე ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" გაიმართა.



ასევე დაგაინტერესებთ: ლედი გაგამ საკუთარი კაბით ყველა დაჩრდილა - წითელი ხალიჩის ქრონიკები