X
"მადლობა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს" - პუტინისთვის მიძღვნილი სუნამო საჩუქრად ქეთა თოფურიას
14:30 / 08-01-2019
სუნამო, რომლის შექმნის შთაგონების წყარო ვლადიმერ პუტინია, რუსეთში კიდევ ერთხელ გამოუშვეს.
პირველი სუნამო კომპანიამ 2015 წელს გამოუშვა, ლიმიტირებული რაოდენობით. მოგვიანებით კი ფომიჩიოვს გაუჩნდა იდეა, გაეფართოებინა ბრენდი და სუნამო ქალებისთვისაც შეექმნათ.
კომპანიის დამაარსებლის თქმით, თავდაპირველად პარფიუმერიას აწარმოებდნენ მეფეებისთვის, იმპერატორებისთვის, გავლენიანი ადამიანებისთვის და იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.
სუნამო The Leaders Number One საფრანგეთში შეიქმნა პარფიუმერის, ვლად რეკუნოვის დახმარებით, რომელიც წარმოშობით ბელორუსიდან არის. ბოთლი, რომლის დიზაინი პოლონეთში შექმნეს, იტალიაში დამზადდა.
ფომიჩიოვი ფიქრობს, რომ სუნამოს შესახებ ვლადიმერ პუტინმა აუცილებლად უნდა შეიტყოს, რადგან ეს "სუნამოზე მეტია და მისი მოხმარებით მოქალაქეები პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ":
„სუნამო განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ კარგი სურნელი ჰქონდეთ და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს პრეზიდენტს".
სუნამო, როგორც ირკვევა, ცნობილ ადამიანებს საჩუქრად გაუგზავნეს. მათ შორის არის ქეთა თოფურიაც - მომღერალმა „ინსტაგრამზე“ განათავსა სუნამოს ფოტო, სახელწოდებით „გმადლობთ, ვ.ვ.“ [ვლადიმერ ვლადიმეროვიჩო].
მედიის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა სუნამოს შესახებ არაფერი იცის. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ პუტინის სახელის გამოყენების თაობაზე კომერციული მიზნებისთვის ნებართვა არ გაუციათ.


 

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო