loader

მსახიობი, რომელსაც ექიმის ცემისთვის ბრალი წაუყენეს - რეზი ნასიძის პრივატული ვიდეოები "ინსტაგრამიდან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი, რომელსაც ექიმის ცემისთვის ბრალი წაუყენეს - რეზი ნასიძის პრივატული ვიდეოები "ინსტაგრამიდან"

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ რეზი ნასიძეს, რომელიც ექიმზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნასიძის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დღესვე გავრცელდა კად­რე­ბი, სა­დაც წმ. მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მრა­ვალპ­რო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კაში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ უს­წორ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად მსა­ხი­ო­ბი რეზი ნა­სი­ძე ექი­მებს. კად­რებს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

"პალიტრავიდეო" კი გთავაზობთ პრივატული ვიდეოების ნაკრებს მსახიობის "ინსტაგრამიდან".