loader

რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი "მხოლოდ ქართულის" სკანდალური ნახევარფინალის შემდეგ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი "მხოლოდ ქართულის" სკანდალური ნახევარფინალის შემდეგ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მხოლოდ ქართულის" გუშინდელი სკანდალური ეთერის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქზე" ვრცელი პოსტი დაწერა: "ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ. გაგახსენებთ ქრონოლოგიურად.

ფბზე დაიდო გიორგი ნარმანიას სიმღერა. გოგოს ხელი სთხოვა. რის შემდეგაც რ2, ხაზს ვუსვამ, რუსთავი 2 დაუკავშირდა მას და გადაცემაში მონაწილეობა სთხოვა.

პარალელურად, მოვიწვიე გადაცემაში. არცერთი სხვა მონაწილე პერსონალურად გადაცემაში არ მყოლია. გავუკეთე პორტრეტი და გავუშვი საქორწილო მოგზაურობაში.

მეორედ კიდევ მოვიწვიე გადაცემაში, როცა მხოლოდ ქართულს ვაშუქებდი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყველაფერი მქონდა გაკეთებული.

გუგა მარგველაშვილი აუთსაიდერებში იდგა 4-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დგომას იმსახურებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ გაგდების კანდიდატი ბევრჯერ იყო, მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა არა ნარმანიასთან შედარებით, ნარმანია მისი კონკურენტი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ზარების რაოდენობით მეორე, მესამე ადგილზე იყო მუდმივად. ლოგიკა მარტივია, ვისაც უჭირს, მხარდაჭერაც იმას უნდა.

რა მოხდა, როცა გაბუნიამ ნარმანიას დაუწერა 6 ქულა. რა და ზარებმა ის გადაარჩინა. რა მოხდა, როცა ნარმანიამ თავის თავს დაუწერა 10, ვნახეთ. კონკურსში ჟიური იმიტომ ზის, რომ შეგაფასოს. ვინც ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი ბულინგია, კონკურსებს აღარ უყუროთ.

როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, მეტი ემოციაა, მეტი წყენაა, მაგრამ უნდა ხედავდე, არის თუ არა შენზე ძლიერი მონაწილე კონკურსში. მე თუ სამართლიანობას მიწუნებთ და მივიღებ თქვენს შენიშვნას, თქვენ თავმდაბლობას გიწუნებთ და როგორც თქვენ გაქვთ უფლება საჯაროდ მითხრათ შენიშვნა, ისე მე მაქვს უფლება გითხრათ, რომ გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს. ასეთ კონკურსებში ადამიანები მიდიან იმიტომ, რომ შენიშვნებიც ისმინონ.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, დაწერილ 6-იანში ნამდვილად არ დავეთანხმე თავის დროზე. ვიდეოს დავდებ მალე, ისევე, როგორც სიმღერის დაწუნებაში, იმიტომ, რომ ნარმანია არ არჩევდა სიმღერას.(ამ ვიდეოსაც დავდებ მალე) მაგრამ გუშინ გააკეთა ძალიან სწორი სვლა. მაყურებელს ანახა, რეალურად რას ითხოვდნენ მისგან. რაც შეეხება მადლობას, (ამ ვიდეოსაც დავდებ) მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივარს, სახელებს ვთვლი მონაწილეების და ბუნებრივია, გუგას გულშემატკივრებით ვიწყებ იმიტომ, რომ მისი გადარჩენა მაყურებელს, სწორედ მე ვთხოვე.

წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც. რაც შეეხება გიორგი ნარმანიას, ამ პროექტმა მას ყველაზე მთავარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს", - წერს ტელეწამყვანი.