loader

ხატია წერეთელი და იმედა ვახტანგიშვილი საბერძნეთში ისვენებენ - სკანდალური წყვილის ახალი ფოტოები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია წერეთელი და იმედა ვახტანგიშვილი საბერძნეთში ისვენებენ - სკანდალური წყვილის ახალი ფოტოები

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ხატია წერეთელის ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომლის გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება.
ხატია წერეთელი მასაჟისტია, რომელიც პერიოდულად მღერის, მის კლიპებს და სიმღერებს კი ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს და სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. ხატია წერეთელის ბოლო ნამუშევარში "შენთან სექსი მინდა", მომღერალს პარტნიორობას ახალგაზრდა მამაკაცი იმედა ვახტანგიშვილი უწევს. იმედა ვახტანგიშვილი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და როგორც თავად ამბობს, კლიპში მონაწილეობას სიამოვნებით დათანხმდა. ხატია წერეთელი ახალგაზრდა პარტნიორთან მეგობრობას, როგორც ჩანს,
გადასაღები მოედნის მიღმაც აგრძელებს. წყვილი გვიან ღამით დასასვენებლად გაფრინდა. ხატია წერეთელი და იმედა ვახტანგიშვილი საბერძნეთის ულამაზეს კურორტზე ისვენებენ და დროს შესანიშნავად ატარებენ.