loader

რა მოხდა სინამდვილეში? - თიკა ჯამბურიამ უცნობთან ერთად ჩაწერილი დუეტი შოუმენის გარეშე ჩაწერა, რა მიზეზს ასახელებს მომღერალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა სინამდვილეში? - თიკა ჯამბურიამ უცნობთან ერთად ჩაწერილი დუეტი შოუმენის გარეშე ჩაწერა, რა მიზეზს ასახელებს მომღერალი

რატომ არ მიიღო სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნაში მონაწილეობა უცნობმა, ამის გასარკვევად "რეიტინგი" თიკა ჯამბურიას დაუკავშირდა.

- ეს სიმღერა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი რეპერტუარიდან, რაღაც განსაკუთრებული ემოციები მიჩნდება, როცა ვუსმენ... სიმღერის ავტორია ჯემალ სეფიაშვილი, ჩემი და უცნობის დუეტის იდეის ავტორია ნატო დუმბაძე. სწორედ მან მომწერა ცოტა ხნის წინ, ახლებური ვერსია ჩამეწერა.

როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ახალი ვერსიის გაკეთება. შევეხმიანე ჩემი ბავშვობის მეგობარს, სოფო ტოროშელიძეს, რომლის მუსიკალურ გემოვნებას ვენდობი თვალდახუჭული. ვიცოდი, რომ ზუსტად იმას გააკეთებდა, რაც მინდოდა და ასეც მოხდა. თან აღმოჩნდა, რომ სოფოსაც ძალიან უყვარს ეს სიმღერა და ასე შეიქმნა ახალი ვერსია.

- რატომ არ მიიღო სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობა უცნობმა?
- მინდოდა, ახლებური ვერსიაც დუეტი ყოფილიყო. რამდენჯერმე ვცადე უცნობთან დაკავშირება, თუმცა, ვერ მოვახერხე. ამიტომ სოლო-ვერსიაც მომეწონა და ასე შეიქმნა ეს სიმღერა. 


წყარო: