loader

HBO-ს მიერ, მაიკლ ჯექსონზე მომზადებული სკანდალური ფილმის მიმოხილვა: რაში ამხელენ პოპ-მუსიკის მეფეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

HBO-ს მიერ, მაიკლ ჯექსონზე მომზადებული სკანდალური ფილმის მიმოხილვა: რაში ამხელენ პოპ-მუსიკის მეფეს

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ HBO-მ პოპ-მუსიკის მეფეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მოვლენა გახდა. საზოგადოების ნაწილს ფილმში მოთხრობილი ამბების სჯერა, ნაწილს კი ჯექსონის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები კვლავ ცილისწამებად მიაჩნია.

4-საათიანი დოკუმენტური ფილმი დენ რიდმა გადაიღო და პრემიერა იანვარში შედგა.

ფილმი Leaving Neverland უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ისტორიებზეა აგებული. მათ პოპ-ვარსკვლავი ბავშვობაში გაიცნეს და ამტკიცებენ, რომ ჯექსონი მათზე სექსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა.