X
შეუკვეთა თუ არა გალკინმა კირკოროვის სიკვდილი? - რუსულ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას თავად კომიკოსი ეხმაურება
16:26 / 13-03-2019
და­ღეს­ტნის მცხოვ­რე­ბი ხი­დირ­ნე­ბი კა­ზუ­ე­ვი, რო­მელ­საც მა­ხაჭყა­ლა­ში ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვის კონ­ცერ­ტზე ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, ამ­ბობს, რომ კირ­კო­რო­ვის მკვლე­ლო­ბა ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაქ­სიმ გალ­კინ­მა და­უკ­ვე­თა. ამის შე­სა­ხებ "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და" წერს.

კა­ზუ­ე­ვის თქმით, 2017 წელს, რო­დე­საც მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ქუ­ჩა­ში მას­თან გალ­კი­ნი მი­ვი­და და კირ­კო­რო­ვის მკვლე­ლო­ბის­თვის 2 მლნ რუბ­ლი შეს­თა­ვა­ზა. კა­ზუ­ე­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვას ქმა­რი ცო­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მო­ტი­ვიც სწო­რედ ეს იყო. მისი თქმით, შე­თა­ვა­ზე­ბას დასთან­ხმდა და ავან­სად 1 მლნ რუბ­ლი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მი­ი­ღო.

მედიაში გავრცელებულ ხმებს თავად გალკინიც გამოეხმაურა და ყველაფერი ჟურნალისტების ფანტაზიებსა და გაზაფხულს მიაწერა. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს ხუმრობით სთხოვა, რომ არ შეეწუხებინათ კირკოროვი, რადგან ის ძალიან ნაწყენია მისი "მკვლელობის" შეკვეთის საფასურის გამო.











ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
როგორ გამოიყურება ახალი ჰუავეი Mate X, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, იხილა დღის სინათლე