loader

რუსული "მკვლელი ტელეშოუს" მორიგი მსხვერპლი - ქვეყნდება 38 წლის მომღერლის უკანასკნელი სატელევიზიო გამოსვლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული "მკვლელი ტელეშოუს" მორიგი მსხვერპლი - ქვეყნდება 38 წლის მომღერლის უკანასკნელი სატელევიზიო გამოსვლა

38 წლის მომ­ღე­რა­ლ იუ­ლია ნა­ჩა­ლო­ვას 16 მარტს გული გა­უ­ჩერ­და. გარ­დაც­ვა­ლებმმა­დე ის რამ­დე­ნი­მე­ დღე კო­მა­ტო­ზუ­რ მდგო­მა­რე­ო­ბაში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მომ­ღე­რალს მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და შაქ­რის დონე მკვეთ­რად და­ე­ცა, თუმ­ცა ამას თან ერ­თვო­და პო­დაგ­რა ფეხ­ზე, რომ­ლი­თაც ბოლო 8 წელი იტან­ჯე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი 2007 წელს, მკერ­დის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ი­დან და­ი­წყო, როცა მას ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და და სის­ხლი მო­ე­წამ­ლა.

იულია ნაჩალოვა სატელევიზიო შოუს, "უკა­ნას­კნე­ლი გმირის" მონაწილე იყო და შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად, კა­რი­ბის ზღვა­ში, კუნ­ძულ­ზე ცხოვ­რობ­და. Gazeta.ru წერს, რომ გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა აფრ­თხი­ლებ­და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ ადრე ტე­რი­ტო­რია მა­ი­ას ტომს ეკუთ­ვნო­და. მათი თქმით, კუნ­ძულ­ზე გა­და­ღე­ბე­ბი და კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბი სუ­ლებს გა­ნა­რის­ხებ­და. ფაქტია, რომ ნაჩალოვა ამ შოუს მეცხრე მონაწილეა, რომელიც გარდაიცვალა. შოუში მასთან ერთად მონაწილეობდა რეპერი დეცლი და ჟანა ფრისკე.