loader

რას ნიშნავს ქართულად "ანანკე", რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი კოშკის ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს ქართულად "ანანკე", რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი კოშკის ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა

ANAГKH – ეს ბერძნული ასომთავრული წარწერა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი კოშკის ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა ხელით ამოკვეთილი. ქართულად ის "ბედისწერას" ნიშნავს და რთული წარმოსადგენი არ არის, რაოდენ დატანჯული და ცხოვრებით გაწამებული უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამ უბედური სიტყვის დაწერის გარეშე არ მოისურვა ამქვეყნიდან წასვლა.

“ანანკე” – ეს იყო სწორედ ის სიტყვა, რომელმაც შექმნა საოცარი რომანი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”.

გუშინ, როდესაც ჩვენ თვალწინ ჩაიფერფლა პარიზის დიდებულება, ღვთისმშობლის ტაძარი, თითქოს ყველას კიდევ ერთხელ მოგვიკლეს ესმერალდა, თითქოს კიდევ რეკდა გლოვის ზარს კვაზიმოდო, ჩვენ კი, უძლურნი ბედისწერის წინაშე, ვტიროდით ყველაფერს ერთად.

ვიქტორ ჰიუგო კი გვახსენებდა, რომ:

"სიყვარული ჰგავს ხეს. იგი თავისუფლად იზრდება ჩვენს არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიც კი განაგრძობს მწვანედ ხასხასს".

"მას ეჭირა გულშეწუხებული გოგონა თავის უხეშ ხელებში ისე ნაზად, როგორც თეთრი ქსოვილი; ეჭირა ისე ფრთხილად, რომ ეშინოდა, ზიანი არ მიეყენებინა მისთვის. ის გრძნობდა, რომ ის იყო ძალიან ძვირფასი, ნაზი ქმნილება, მაგრამ არა ამ ხელებისათვის..."

..."ანანკე", "ანანკე"...

ბ ე დ ი ს წ ე რ ა...

წყარო: ინტერმედია