loader

ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ პირველ ვიდეოს ავრცელებს - როგორ გამოიყურება მომღერალი რეაბილიტაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ პირველ ვიდეოს ავრცელებს - როგორ გამოიყურება მომღერალი რეაბილიტაციის შემდეგ

ბოლო თვეებია, ბრიტნი სპირსი რეაბილიტაციას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადის. მომღერალმა სულ ახლახან სოციალური ქსელის საშუალებით ფანებისთვის მოკლე ვიდეოც გამოაქვეყნა. 
მომღერალმა მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

პირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში პოპ-ვარსკვლავი ჯერ კიდევ 2008 წელს მოხვდა, კევინ ფედერლაინთან გაყრის შემდეგ. მაშინ ბრიტნი სპირსს ექიმებმა დიაგნოზი - ბიპოლარული აფექტური აშლილობა დაუდგინეს, რა დროსაც მომღერალს მეურვედ მისი მამა, ჯეიმს სპირსი დაუნიშნეს.

ბოლო ხანებში თვით ჯეიმს სპირსსაც შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, 66 წლის მამაკაცს გასული წლის ნოემბერში მსხვილი ნაწლავი გაუსკდა, რასაც ორი ოპერაცია და შემდგომი გართულებები მოჰყვა. ბრიტნი ძლიერ განიცდიდა მამის ავადმყოფობას.