loader

იმ შემთხვევისთვის, თუ "ევროვიზიაზე" ისლანდიის პროტესტი ყურადღების მიღმა დაგრჩათ - დააკვირდით, რა გააკეთეს მუსიკოსებმა ქულების გამოცხადების დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმ შემთხვევისთვის, თუ "ევროვიზიაზე" ისლანდიის პროტესტი ყურადღების მიღმა დაგრჩათ - დააკვირდით, რა გააკეთეს მუსიკოსებმა ქულების გამოცხადების დროს

"ევროვიზია 2019"-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა. ამის პარალელურად, მუსიკალურ კონკურსს მშვიდად არ ჩაუვლია.

რეზონანსი გამოიწვია მადონას გამოსვლის დროს პალესტინის დროშის გამოჩენამ. დროშის გამოჩენის გამო სანქციები ემუქრება ისლანდიასაც. როდესაც ამ ქვეყნის წარმომადგენლების ქულებს აცხადებდნენ, მათ, პროტესტის ნიშნად, პალესტინის დროშა გაშალეს. 

ისრაელისა და ღაზას სექტორის მებრძოლებს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურ შეტაკებებს 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 600-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, მაშინ, როდესაც ებრაულმა მხარემ საპასუხოდ 320 სამიზნეზე მიიტანა იერიში.