loader

ვინ არის უკრაინელი მოდელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას არ მალავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის უკრაინელი მოდელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას არ მალავდა

ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლი ელე­ნა ბურ­ჩა­კი, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან რო­მა­ნი ჰქონ­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მოს­კოვ­თან ახ­ლოს, ავა­რა­შია მოყ­ვა. Telegram-канала 112-ის ცნო­ბით, 27 წლის მო­დე­ლი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით Range Rover-ს და­ე­ჯა­ხა.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ავ­ტო­მან­ქა­ნას თა­ვად მარ­თავ­და. იგი დიდი სიჩ­ქა­რის მოძ­რა­ობ­და, რის გა­მოც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ჯიპს შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 29 აპ­რილს მოხ­და. რო­გორც მე­დია წერს, ბურ­ჩა­კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნის მოს­ვლა­საც არ და­ე­ლო­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი Maybach-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ტო­ვა.
რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბურ­ჩაკ­მა და სა­ა­კაშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი კი­ევ­ში, ერთ-ერთ ელი­ტა­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იც­ნეს და მას შემ­დეგ ის "სა­ა­კაშ­ვი­ლის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბის სი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და."
თუმ­ცა, სხვა ვერ­სი­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ერ­თად და­სასვნე­ბე­ლად მო­ნა­კო­შიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნელ მო­დელს "პორ­შე" სწო­რედ მი­ხე­ილ სა­აკშ­ვილ­მა აჩუ­ქა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­თან ურ­თერ­თო­ბას არ მა­ლავ­და და ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­გა­და­ცე­მა­შიც უსა­უბ­რია.

იხილეთ სრულად ambebi.ge - ზე