loader

"დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი! ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას" - ვინ არის 9 წლის ვუნდერკინდი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი! ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას" - ვინ არის 9 წლის ვუნდერკინდი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს

ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა "ფეისბუქზე" 9 წლის ბიჭუნაზე სტატუსი დაწერა და ცოტნე ზედგინიძე ქართველ მოცარტს შეადარა:

"მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული...

ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას... 14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი, რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა, რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები, როგორც განგების რჩეულს!!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

"პალიტრავიდეო" ცოტნე ზედგინიძის 2016 წლის ვიდეოს გთავაზობთ.