loader

რა უპასუხა "პალიტრავიდეოს" black eyed peas-ის წევრმა, რომელსაც "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი ეცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა "პალიტრავიდეოს" black eyed peas-ის წევრმა, რომელსაც "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი ეცვა

ამერიკულმა ჯგუფის black eyed peas-ის წევრებმა შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში”, კონცერტის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართეს. ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

უილ აი ემმა, რომელსაც “ბალენსიაგას” ფეხსაცმელი ეცვა, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იცოდა თუ არა ვინ იყო ბრენდის დირექტორი, უპასუხა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ დემნა გვასალია ქართველი იყო.

მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ძალიან მოეწონათ და კიდევ აპირებენ ჩამოსვლას. ისინი ასევე აპირებენ ქართულ ფოლკორული მუსიკის მოსმენას და ქართული კულტურის უკეთ გაცნობას.

დღეს 21:00 საათზე “ბლექ სი არენას“ სცენაზე black eyed peas კონცერტს გამართავს.

ავტორი: თეო ცუცქირიძე