loader

"რამე პრობლემაა, რა ენაზე ვპასუხობ?!" - რას შეეხებოდა ქართულ ენაზე დასმული შეკითხვა, რომელსაც ქეთა თოფურიამ გაღიზიანებულმა უპასუხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამე პრობლემაა, რა ენაზე ვპასუხობ?!" - რას შეეხებოდა ქართულ ენაზე დასმული შეკითხვა, რომელსაც ქეთა თოფურიამ გაღიზიანებულმა უპასუხა

ფრაგმენტი ქეთა თოფურიას ინსტაგრამ-ლაივიდან. მომღერალს შეკითხვა ბათუმში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კონცერტი გადაიდო. სწორედ ამ ფაქტს შეეხებოდა ერთ-ერთი ქართველი ფანის მიერ დასმული შეკითხვა, რომელსაც მომღერალმა რუსულად უპასუხა, რასაც სხვა ინტერნეტმომხმარებლის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.
რაც შეეხება ბათუმში დაგეგმილ კონცერტს, რუსული ჯგუფის - "ა სტუდიოს" ბათუმში ჩასვლას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ვინაიდან ჯგუფი, რომელის სოლისტიც ქეთა თოფურიაა, ვლადიმერ პუტინის ღია მხარდამჭერია. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კონცერტი ბათუმში აღარ გაიამრთება.