loader

ალექსანდრა პაიჭაძის მხარდამჭერი მიმართვა მაია ასათიანს და გამოწვევა გოგონებს - "შენ იცი რამხელა ტკივილია ცილისწამებაც და ტალახის სროლაც, მეც ვიცი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრა პაიჭაძის მხარდამჭერი მიმართვა მაია ასათიანს და გამოწვევა გოგონებს - "შენ იცი რამხელა ტკივილია ცილისწამებაც და ტალახის სროლაც, მეც ვიცი"

მოდელი და ფიტნეს-ისტრუქტორი ალექსანდრა პაიჭაძე მაია ასათიანს მხარდაჭერას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით უცხადებს. "მაი!!!!! მიყვარხარ!!!!  შენ რომ იცი ამ საზოგადოების მანკიერებები ეგრე არვიცი კიდევ ვინმე იცნობდეს თავის ხალხს!!! ცნობილებიდან და უცნობებიდან... შენ იცი რამხელა ტკივილია ცილისწამებაც და ტალახის სროლაც, მეც ვიცი.. მაგრამ შენი სიძლიერე და გამძლეობა იმხელა სტიმულს მაძლევს ამ ცხოვრებაში, რომ რა გითხრა........ გულთან ახლოს ნუ მიიტან შენივე ხალხის არაჯანსაღ დამოკიდებულებას შენივე ცხოვრების მიმართ! სხვა რა შემიძლია თუარა ამის სურვილი შენთვის და სოლიდარობის გამოცხადება! გიწვევთ გოგოებო, ჩაიცვით წითლები", - დაწერა პაიჭაძემ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, მაია ასათიანი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე გამომწვევი ფოტო გამოაქვეყნა. 

ნახეთ| მაია ასათიანის ვიდეომიმართვა მათ, ვინც თამამი ფოტოების გამო გაკიცხა - "მივმართავ მათ, ვისთვისაც ახსნა მჭირდება, რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება..."