loader

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალმა წინანდლის მამულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ულამაზესი კადრები ქორწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალმა წინანდლის მამულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ულამაზესი კადრები ქორწილიდან

გუშინ წინანდალში ქართველი რომანტიკოსის, ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლის, ანასტასია სამფსიდის ქორწილი შედგა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლები შორეულ ემიგრაციაში მრავალი წლის წინ წავიდნენ, თუმცა ანიკო ჭავჭავაძის ქალიშვილმა თავისი ქორწინებისთვის ზუსტად ის ადგილი შეარჩია, რომელიც მისი დიდი ბაბუის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს ატარებს - წინანდალი. 

ანასტასიას რჩეული ფრანგი ანდრიას ქოგენია. წყვილმა ჯვარი ალავერდის ტაძარში დაიწერა, ხოლო შემდეგ წინანდლის მამულში გადაინაცვლეს, სადაც გრანდიოზული საქორწინო წვეულება შედგა. ქორწილში სტუმრები ძირითადად საფრანგეთიდან იყვნენ მოწვეულნი. სტუმრებს შორის იყო ნინო სუხიშვილი, რომელსაც ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან ნათესაობა აკავშირებს.

ნეფე-პატარძალს და მათ მეჯვარეებს ქორწილში ქართული ტრადიციული სამოსი ეცვათ. სპეციალურად ამ დღისთვის წყვილმა ქართული ცეკვაც დადგა, რომელიც შესანიშნავად იცეკვეს.