loader

თოფურია მარჯვენა ხელზე მასიური ბრიალინტის ბეჭედით ვიდეოებს აქვეყნებს, რუსული მედია კი ფიქრობს, რომ ის დაინიშნა - ვისზე აქვთ ეჭვი ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოფურია მარჯვენა ხელზე მასიური ბრიალინტის ბეჭედით ვიდეოებს აქვეყნებს, რუსული მედია კი ფიქრობს, რომ ის დაინიშნა - ვისზე აქვთ ეჭვი ჟურნალისტებს

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება რუსულ და ქართულ მედიაში მუდმივად განხილვის მიზეზია. მას შემდეგ რაც მეუღლეს - ლევ გეიხმანსა და შემდეგ რეპერ გუფს დაშორდა, А-Студио-ს სოლისტის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის დროს, ქეთა თოფურიას მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მასიური ბეჭედი შენიშნეს და ყველამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნობის ბეჭედია. რუსულმა მედიამაც მაშინვე დაიწყო მოკვლევა ვინ შეიძლება იყოს ის, ვისაც ქეთას ხელი უკითვნის - ხომ არ არის ეს კვლავ რეპერი გუფი?

32 წლის ქეთა თოფურიას ხელზე ბეჭედი ახალ ფოტოებშიც უკეთია. ბაქოში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ ЖАРА 2019-ზე გამოსვლამდე, მომღერალმა ფოტოკამერების წინ იპოზიორა ულამაზესი თეთრი კაბით და მარჯვენა ხელზე მასიური ბრილიანტის ბეჭდით.

А-Студио-ს სოლისტი ბეჭდის თაობაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა ფანები მოსაზრებებს გამოთქვამენ:

"ნუთუ გუფს მიჰყვება?"; "ეს უბრალოდ ბეჭედია თუ დაინიშნე?"; "გამოტყდი, რომ გუფზე აპირებ დაქორწინებას"; "ქორწილი გველის?"; "არაჩვეულებრივი პატარძალი იქნება!" - წერენ სოციალური ქსელების კომენტარებში.