loader

თამამი და სექსუალური პატარძალი და რუსული ბომონდი - რა ხდებოდა რეზო გიგინეიშვილის გლამურულ ქორწილში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამამი და სექსუალური პატარძალი და რუსული ბომონდი - რა ხდებოდა რეზო გიგინეიშვილის გლამურულ ქორწილში?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამედ დაქორწინდა, ამჯერად ნადეჟდა აბალენცოვაზე .

წყვილმა ხელი რამდენიმე კვირის წინ მოაწერა, 21 ივლისს კი Buro TSUM-ში გლამურული საქორწინო წვეულება გადაიხადა, სადაც მოხვედრაზე რუსული ბომონდის ყველა წევრი ოცნებობს. 

ღონისძიების წამყვანი რუსი ოლიგარქის ქართველი ცოლი, მირანდა მირიანაშვილი გახლდათ. საქორწინო წვეულებას მუსიკალურად ჯგუფი Моральный кодекс აფორმებდა.

ქართველების ახალი რძალი წარსულში ქართველ მოციგურავეზე, ანტონ სიხარულიძეზე იყო შეყვარებული, დაქორწინებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში დაშორდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ, ნადეჟდა მის პირველ ქმარს, მილიონერ დენის მიხაილოვს შეხვდა და მასთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკიდან მოსკოვში სამ წელიწადში დაბრუნდა და ქმარს დაშორდა.