loader

ვინ არის ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელთან ერთადაც ნინი ბადურაშვილი საოცარ ფრანგულ თავგადასავალშია - ფოტო და ვიდეოკადრები კანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელთან ერთადაც ნინი ბადურაშვილი საოცარ ფრანგულ თავგადასავალშია - ფოტო და ვიდეოკადრები კანიდან

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ორი დღეა კანში ისვენებს.

ფრანგული რივიერის გამორჩეულ სანაპიროზე მშვენიერი ნინი მეგობართან, გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად გაემგზავრა. ნინიმ და გიორგიმ "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" ამ მოგზაურობის ამსახველი ფოტოები უკვე განათავსეს.
როგორც ირკვევა, ქართველი ტურისტები "ჰაიეტის" 5-ვარსკვლავიან სასტუმროში - Hotel Martinez in the Unbound Collection by Hyatt-ში ისვენებენ, საიდანაც კანის ფანტასტიკური ხედი იშლება.
აღსანიშნავია, რომ მეგობრებმა კანსა და ნიცას ვერტმფრენით გადაუფრინეს და კადრებში ეს საოცარი მოგზაურობაც აღბეჭდეს.

ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე წლებია ახლო მეგობრები არიან. 33 წლის ჩიკვაიძე ახალ­გაზ­რდა და წარმატებული ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლსაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ იცნობენ სა­ხე­ლით - რამ­ზე­სი...

ის იახტების მწარმოებელ მსოფლიოში ლიდერ კომპანიაში, "აზიმუტ ბენეტში" მუშაობს, კომპანიაში, რომელიც მსოფლიოში ქმნის ამინდს საიახტო ბიზნესში.

ჩიკვაიძე კომპანიაში სამი წელი მუშაობდა კანის ფესტივალის ფარგლებში ჯერ გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ ვიპ-გაყიდვების მენეჯერად. ცნობილი კომპანიის წარმომადგენლობა მან ცოტა ხნის წინ საქართველოშიც შემოიყვანა.