loader

"ჯარედ, დავბერდით" - სტვენა და შეძახილები "ბლექსი არენაზე", სადაც ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებას ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯარედ, დავბერდით" - სტვენა და შეძახილები "ბლექსი არენაზე", სადაც ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებას ელოდებიან

შეკვეთილში "ბლექსი არენას" სცენზე ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე პოპულარული მუსიკოსი და მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალური ბენდის 30 Seconds To Mars-თან ერთად წარსდგება. კონცეერტი 21 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამის გამო მაყურებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. "ჯარედ, დავბერდით" - წერენ ისინი სოციალურ ქსელში შექმნილ თემატურ ჯგუფებში.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მუსიკოსი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს 1:30 წუთის განმავლობაში შეასრულებს.

როკ-ბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალურ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.

ავტორი: თაზო ზარიძე