loader

ანჯელინა ჯოლიმ შვილთან დამშვიდობებისას კინაღამ იტირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლიმ შვილთან დამშვიდობებისას კინაღამ იტირა

ანჯელინა ჯოლის უფროსმა ვაჟმა, 18 წლის მედოკსმა სეულის უნივერსიტეტში ჩაბარა და მშობლიური სახლი დატოვა. ის ბიოინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მოსაწყობად და სხვა ყოფილითი საკითხების მოსაგვარებლად მედოკსი სამხრეთ კორეის დედაქალაქში სწავლის ადაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაემგზავრა. დედამ ვერ შეძლო მისი მარტო გაშვება და თან გაჰყვა. გავრცელებული ხმების თანახმად, მედოკსმა შორეული სამხრეთ კორეა სწორედ იმისთვის აირჩია, რომ მშობლების გარჩევებისგან შორს ყოფილიყო.

დადებითი ემოციების მიუხედავად ჯოლი გამოტყდა, რომ ძალიან უჭირს შვილთან განშორება და იმ აზრთან შეგუება, რომ მისი ვაჟი შორეულ ქვეყანაში მარტო იცხოვრებს. ამასთან, ის ცრემლებს ვერ იკავებდა. თუმცა, ჯოლიმ განაცხადა, რომ ესმის, რომ მისი ვაჟი უკვე ზრდასრული ადამიანია და ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა განაგრძოს.