loader

რა ხდება ანაკლიაში - პირველი, შთამბეჭდავი კადრები Echowaves-იდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ანაკლიაში - პირველი, შთამბეჭდავი კადრები Echowaves-იდან

მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი ანაკლიაში გაიხსნა. სტუმრებისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა 18:00 საათიდან გახდა შესაძლებელი. დღეს მსმენელის წინაშე მთავარი ჰედლაინერი NINA KRAVIZ-ი წარდგება. ფესტივალის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ Ehowaves-ი წელს უფრო მასშტაბური იქნება.

„ფესტივალი ehowaves 2019 უკვე ოფიციალურად გაიხსნა. რაც შეეხება ბილეთებს, მისი გაყიდვები ონლაინ შეწყდა, თუმცა მსურველებს შეძენა საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. სტუმრების უსაფრთხოებაზე პოლიცია იზრუნებს, ხოლო ალკოჰოლის მიერ მიყენებული ზიანის შემცირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები -MANDALA და SAFEWAVES-იმუშავებენ. მოლოდინი ძალიან დიდია. ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი იქნება უკეთესი და მასშტაბური, ვიდრე იყო გასულ წელს", - ამბობს ფესტივალის სპიკერი ლუკა ჯაშიაშვილი.

ორგანიზატორები ჯერჯერობით გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე არ საუბრობენ, თუმცა, როგორც ჯაშიაშვილმა აღნიშნა, წელს უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან.

წელს ფესტივალის ტერიტორიაზე რვა სცენაა მოწყობილი. გარდა ამისა, გახსნილია 15-ზე მეტი კვების ობიექტი. ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია დაცვის პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დღის განმავლობაში კი ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ და დაესწრონ ვორქშოფებს.