loader

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves გრძელდება - რას უნდა ველოდოთ ფესტივალის მესამე დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves გრძელდება - რას უნდა ველოდოთ ფესტივალის მესამე დღეს

ფესტივალ ექოვეივსის მეორე დღე ანაკლიაში. მსმენელის წინაშე დღის ჰედლაინერი- ბენ ქლოქი წარსდგა.
Echowaves ი 22 აგვისტოს გაიხსნა. პირველ დღის ჰედლაინერი ნინა კრავიცი იყო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალ Echowaves -ს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონის როგორც ეკონომიკური ასევე ტურისტული განვითარება.
შარშან EXIT ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს ანაკლიაში, სტუმრები დაახლოებით 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო მედიას 27 000 000- ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოს შესახებ.
დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. დღეს გვიან ღამით კი მსმენელს Boston 163 და ასევე სხვა არაერთი ცნობილი არტისტის მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან.როგორ