loader

როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის თბილისური, მყუდრო ბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის თბილისური, მყუდრო ბინა

მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაქარიაძის ქუჩაზე, პატარა და მყუდრო ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ბინა ქალბატონმა მარინამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ინტერიერი განსხვავებული, ფერადი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც კი. აქ ყველა კუთხეში შეხვდებით ორიგინალურ ნივთებს, ფერად სანათებს, ანგელოზებს, სხვადასხვაფერ ჩიტებს. ქალბატონი მარინას საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ხომ სწორედ ჩიტია. თავის პირველ ნამუშევარსაც ამიტომ დაარქვა „ლურჯი ფრინველი“, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ნივთია.