loader

რა სიმღერით წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" ქართველი კონკურსანტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიმღერით წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" ქართველი კონკურსანტი

2019 წლის საბავშვო "ევროვიზიის" ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის პრეზენტაცია დღეს საქართველოს „პირველი არხის“ შუადღის გადაცემაში შედგა.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულისა და საქართველოს წარმომადგენლის საბავშვო "ევროვიზიის" საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა.

„გვინდა, გვიყვარდეს“ (We need a Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს.