loader

ქეთა თოფურია ახალ სიყვარულსა და გუფისთან დაშორების ნამდვილ მიზეზზე პირველად ალაპარაკდა - "ეს არის ერთი ნახვით შეყვარება", "ეს დაშორების ნამდვილი მიზეზია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთა თოფურია ახალ სიყვარულსა და გუფისთან დაშორების ნამდვილ მიზეზზე პირველად ალაპარაკდა - "ეს არის ერთი ნახვით შეყვარება", "ეს დაშორების ნამდვილი მიზეზია"

გუფისთან დაშორების შემდეგ ქეთა თოფურიამ თქვა, რომ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს ისაუბრებდა, მაგრამ ეს პირობა უკვე მეორედ დაარღვია და გადაცემაში "Люди говорят" მისი ახალი სიყვარულის შესახებ ისაუბრა.

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ ძენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

"მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდუსერის ბაიგალის ნაცნობია. მან საკუთარ დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე.
შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება", - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო ძენგოვის ოჯახის წევრები და მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო.

ჟურნალისტი შეეცადა, ქეთასგან დიპლომატის მეორე ცოლის შესახებაც მიეღო ინფორმაცია, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ სწორედ მაშინ მიატოვა, როდესაც მათი ქალიშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

"ეს ლევის პირადი ცხოვრებაა და ამაზე თავად უნდა გააკეთოს კომენტარი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მის ოჯახში ყველას ერთმანეთი უყვარს და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან", - აღნიშნა თოფურიამ.

ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფისთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას.

"მინდა, რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი".