loader

ქარიზმატული კონკურსანტის გამოსვლა და მელაძის უხეში შეფასება: "ალერგიას იწვევს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქარიზმატული კონკურსანტის გამოსვლა და მელაძის უხეში შეფასება: "ალერგიას იწვევს"

რუსეთში მიმდინარე კონკურსზე «ГОЛОС» ტვერელი მომღერლის რინატ ალბიკოვის ქარიზმატულმა გამოსვლამ ჟიურის ორი წევრი - პოლინა გაგარინა და სერგეი შნუროვი მოხიბლა, თუმცა, პროდიუსერ კონსტანტინ მელაძის კეთილგანწყობის მოპოვება ვერაფრით მოახერხა. მელაძემ საკმაოდ უხეშად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება 30 წლის გამომსვლელის და თავად სიმღერის - "დაბრუნდი სორენტოში" - მიმართ და თქვა, რომ "ეს სიმღერა მასში "ალერგიას იწვევს", რადგან ყველა მას ასრულებს და ლამის "სუფრულ სიმღერად იქცა". წარმოშობით ქართველმა პროდიუსერმა ისიც არ დამალა, რომ მას რინატ ალბიკოვის შესრულებაც დიდად არ მოეწონა და ამ სიმღერას გასულ წელს იტალიელი კონკურსანტი უკეთ ასრულებდა.